საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ACI EUROPE Airport Business გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს.
COVID 19-ის პანდემიის გამო, ყოველწლიური ასამბლეა წელს ვირტუალურად, ონლაინ რეჟიმში ტარდება. 30-ე საიუბილეო ფორუმში საჰაერო ტრანსპორტის უმაღლესი პირები და სფეროს ლიდერები მონაწილეობენ.
კონგრესზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს.
ასამბლეის ძირითადი თემა პანდემიის პერიოდში აეროპორტებისთვისა და ავიაკომპანიებისთვის არსებული გამოწვევებია. თამარ არჩუაძის განმარტებით, ასამბლეაზე საუბარი შეეხება როგორ უნდა დაძლიონ არსებული პრობლემა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და როგორ გადავაწყოთ ჩვენი ბიზნესსტრატეგია COVID 19-ის გამო აეროპორტებმა და ავიაკომპანიებმა.