დღეს გვაცნობეს, რომ ჩვენმა ინსტიტუტმა აკრედიტაცია მიიღო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ნატოსთან თავსებადობის საკითზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ურთიერთობები ნატოსთან უფრო და უფრო ინტენსიური ხდება.
მინისტრის თქმით, პირადად 4-ჯერ მონაწილეობდა ნატოს მინისტერიალზე და აღნიშნა, რომ პარტნიორები საქართველოს რეფორმებითა და შედეგებით კმაყოფილები არიან.
მისივე განცხადებით, წარმატებით მიმდინარეობს განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესი რომელიც, მინისტრის განცხადებით, ეროვნული პრიორიტეტია.
ბურჭულაძემ ისაუბრა ფინანსურ მხარდაჭერაზეც და აღნიშნა, რომ ნდობის ფონდში საქართველოსთვის გამოიყო 7 მილიონი ევროს რესურსი.
