LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო ღვინის ნამდვილი საგანძურია“ – საქართველოს ჩინეთიდან ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

110
ვიზიტი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ღვინის ინდუსტრიაში ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის „Dragon Phoenix Wine Consulting“ ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოს ღვინის პროფესიონალების 11 კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.

ჯგუფის წევრები, ტურის ფარგლებში, ღვინის საწარმოებს ქართლში, იმერეთსა და კახეთში ეწვივნენ და სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები დააგემოვნეს.

თბილისში სტუმრებისთვის სპეციალური დეგუსტაცია მოეწყო, რომელზეც ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიის, თანამედროვე ინდუსტრიის, ქართული ვაზისა და ღვინის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g