LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო იმსახურებს უფრო მეტ ყურადღებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან – ესტონეთის პრეზიდენტი

77

“საქართველო იმსახურებს უფრო მეტ ყურადღებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან,” – ეს განცხადება საქართევლოში ვიზით მყოფმა ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდემ, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ის საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნობა.

” ეს მჭიდრო ურთიერთობები ღირსეული და ღირებულია. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაწუხებს, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველო ჩვენი პრიორიტეტული პარტნიორია,” – განაცხადა კერსტი კალიულაიდემ.

მისივე თქმით, ესტონეთსა და საქართველოს შორის არის მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობა.

”ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ბრწყინვალე დონეზეა ყველა სფეროში – განათლება, კულტურა. ქართულ-ესტონურმა ერთობლივმა ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა. საქართველო ჩვენი პრიორიტეტული პარტნიორია განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ერთობლივი პროექტები. ამ ვიზიტების შედეგად, ვფიქრობ, ახალი იდეების გენერირება მოხდება, რაც სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის. დემოკრატიის განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ეხმარება თქვენს ქვეყანას, მიღწეულ იქნას საერთო მიზნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაუსვით იმ ფაქტს, რომ ესტონეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ევროკავშირსა და ნატო-ში. ჩვენ ვფიქრობთ, მეტი პატარა ქვეყანა უნდა იყოს წარმატებული, რომელთათვის ასეთი მგრძნობიარეა დესტაბილიზაცია მსოფლიოს მასშტაბით,” – მიმართა ესტონეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას.

კალიულაიდე დარწმუნებულია, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო განავითარებს ეკონომიკურ ურთიერთობებს.