2018 წელს საქართველოდან აგრო პროდუქტის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 959.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 23.2%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2018 წლის ექსპორტის მიხედვით (ცვლილება წინა წელთან შედარებით):
- აზერბაიჯანი – 120%
- ყაზახეთი – 78%
- უკრაინა- 25%
- ევროკავშირის ქვეყნები – 6%
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში (ცვლილება წინა წელთან შედარებით, ღირებულების მიხედვით):
- ქართული ღვინო – 15%
- ცხვრის ან თხის ხორცი – 53%
- უალკოჰოლო გაზიანი სასმელები 54%
- მინერალური და მტკნარი წყლები- 15%
- სპირტიანი სასმელები – 2%
