ანკარის ინტერპოლის მიერ 2016 წლის 21 მარტიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული აჰმეტ ს დააკავეს. თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა იგი თბილისი-სტამბულის რეისით საქართველოდან გასვლისას დააკავეს.
შსს ინფორმაციით, აჰმეტ ს.-ს ბრალი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 197/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება, რაც ფულის გაყალბებას გულისხმობს.
ამჟამად აჰმეტ ს.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.