ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში საქართველოში ჩატარებულ ევროვიზიის კონკურსს ეხმიანება.
„საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პატარა ქვეყანა შეიძლება დიდი კულტურის მატარებელი იყოს.
საბავშვო ევროვიზიაზე ვიხილეთ პროფესიონალიზმი, გულწრფელობა და ნამდვილი ხელოვნება — სცენაზე იდგნენ ბავშვები, მაგრამ შესრულება იყო დიდების დონეზე.
მადლობა თითოეულ მონაწილეს, პედაგოგს და გუნდს იმ სითბოსთვის და სიამაყისთვის, რაც მთელ ქვეყანას გვაჩუქეთ. ანიტა შენ ხარ ჩვენი გამარჯვებული და მაგარი გოგო!
ეს იყო არა უბრალოდ კონკურსი — ეს იყო მსოფლიოს რჩეული,მომღერალი ბავშვების ზეიმი!
მადლობა ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროცესში!“, – წერს ზურა ხაჩიძე.
