LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ „საბავშვო ევროვიზიაზე“ პირველი რეპეტიცია გაიარა – როგორია ქართველი კონკურსანტების ემოციები

4012
ევროვიზია

საქართველომ „საბავშვო ევროვიზიაზე“  პირველი რეპეტიცია გაიარა.

 

ანასტასიამ, ოთომ და ნიკოლოზმა საბავშვო ევროვიზიის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარეს ??

? Corinne Cummings

Posted by Eurovision Georgia • 1tv.ge on Tuesday, November 21, 2023

 

 

მოგვიანებით კი ქართველმა მონაწილეებმა სცენაზე განცდილ ემოციებზე ისაუბრეს.

„პირველმა რეპეტიციამ ძალიან კარგად ჩაიარა. ძალიან გვიხიარია, რომ ასეთ დიდ სცენაზე გვიწევს დგომა“. – ამბობენ საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილეები.

2023 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუმდე სულ ცოტა დრო რჩება. რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზიას საფრანგეთის ქალაქი ნიცა 26 ნოემბერს უმასპინძლებს.

16 მონაწილე ქვეყანას შორის ერთ-ერთი საქართველოა, რომელსაც კონკურსზე ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარადგენენ.

ვიდეო: საქართველოს დელეგაცია საბავშვო ევროვიზია 2023-ის გახსნის ცერემონიაზე – კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

ანასტასია, ნიკოლოზი და ოთო კონკურსზე მებო ნუცუბიძისა და ბეთხოს (ირაკლი მანჩხაშვილი) დაწერილ სიმღერას Over The Sky შეასრულებენ. მაყურებლის წინაშე ისინი მე-10 ნომრად წარდგებიან.