LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ბანკი“ და „აგრითაჩი“ მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობენ

236
bog (14)

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგრომიმართულებით პროექტების აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აგრითაჩი“ მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს.

კომპანია „აგრითაჩი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს დახმარებას აგრო კონსულტაციის, მეურნეობის მენეჯმენტისა და ექსპორტის განვითარების მიმართულებით უწევს. ამ პროცესში მათი ძირითადი  აქცენტი სოფლის მეურნეობაში არსებულ იმ გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებზე კეთდება, რაც მეურნეობის წარმადობასა და მის მომგებიანობას ზრდის.

„2017 წლიდან, კომპანია ბაზარზე იყო პირველი, რომელმაც მოცვის ექსპორტი აზიის ბაზარზე სამი ექსპერიმენტული ბაღიდან განახორციელა. ამის შემდეგ, გლობალურმა მოთხოვნამ გვიბიძგა, აღნიშნული სექტორი კიდევ უფრო განგვევითარებინა. მივხვდით, რომ ქვეყანაში დადგა მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვის ნერგების მიწოდებისა და დარგვის შემდგომი რეკომენდაციის გაცემის საჭიროება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ფერმერებისთვის კონსულტაციის გაწევა. ჩვენი კომპანია მწარმოებლებს კონსულტაციას შემდეგი მიმართულებით სთავაზობს: ბიუჯეტირება და ფინანსური ანალიზი; ნერგების შერჩევა, საირიგაციო მომსახურება, მექანიზმის განსაზღვრა; სახარჯი მასალების მოძიება და შესყიდვა; საგრანტო და საბანკო დოკუმენტაციის მომზადება; ბაღის მენეჯმენტი; სარეალიზაციო არხების მოძიება, სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და სხვა მრავალი.

დარგის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი, რაზეც საქართველოში ასეულობით ჰა-ზე გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სხვადასხვა ბაზარზე განხორციელებული ექსპორტი მეტყველებს. „აგრითაჩი“ წლებია თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სანერგე მეურეობებთან, როგორებიცაა: Polka borowka, De Kemp, Plant 365, FallCreek. ასევე ვთანამშრომლობთ ქოთნების მწარმოებელ კომპანია San San-თან. კომპანია „აგრითაჩი“ არის International Blueberry Organization-ის ერთადერთი წევრი საქართველოდან“, – აღნიშნავს კომპანია „აგრითაჩის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ეკატერინე ვეფხვაძე.

„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს აგროსექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ჩვენთან პარტნიორობით, კომპანია „აგრითაჩი“ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ეხმარება, როგორც საკონსულტაციო მიმართულებით, ასევე ბაღის გაშენებისა თუ მოვლის მხრივ.  ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, აგრომიმართულებით მიიღონ ის სიღრმისეული ცოდნა, რაც ფერმერისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. მიღებული ცოდნით ისინი მომავალში შეძლებენ ახალი საწარმოების გახსნას, სხვა ბიზნესებისთვის დახმარების გაწევასა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას. რაც კიდევ უფრო მეტად განავითარებს და გააძლიერებს  სოფლის მეურნეობას“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.

ცნობისთვის, კომპანია „აგრითაჩი“ ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანის, გაყიდვისა და შემოსავლის ზრდის მიზნით დახმარებას ბაზრის განვითარებისა და ლოგისტიკის მიმართულებითაც უწევს. ამ ეტაპზე კომპანიას ექსპორტი განხორციელებული აქვს როგორც კატარში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონგ კონგში, ბაჰრეინში, პოლონეთში და ა.შ.

(R)

magti 5g