LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნება

218
სეუ

18 აგვისტოდან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს ტერიტორიაზე (მისამართი : წინანდლის N9) მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით. აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.

ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! – აღნიშნულია უწყების განცხადებაში