LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს კაპიტალმა“ 300 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

98

BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანიამ „საქართველოს კაპიტალმა“ 300 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა.

BGEO Group-ის ინფორმაციით, ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ 300 მლნ დოლარის ღირებულების საერთაშორისო ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების სარგებელი 6.125%-ს შეადგენს, ხოლო ვადა 6 წლიანია, 2024 წლის მარტამდე.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფასიანი ქაღალდების გარიგების დასრულება 2018 წლის 9 მარტს მოხდება.

„ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 98.77%-ში. მოსალოდნელია, რომ ობლიგაციები განთავსდება ირლანდიის საფონდო ბირაჟზე და შეფასდება S&P-სგან (B+) რეიტინგით, ხოლო Moody’s-გან (B2) დონით. აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი, Citi-ი და Renaissance Capital-ი არიან, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“. ტრანზაქციის ხელმძღვანელების იურიდული მრჩეველი არის Freshfields Bruckhaus Deringer LLP-ი, ხოლო „საქართველოს კაპიტალის“ იურიდული მრჩეველი – Baker & McKenzie LLP-ია“, – ნათქვამია BGEO Group-ის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g