LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ხელისუფლება ბორდერიზაციაზე მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს – დევიდ კრამერი

257
7F8C326F-5869-46C8-9308-B8F696346DD7-w1023-r1-s

,,საქართველოს ხელისუფლება ბორდერიზაციაზე მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს,” – ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა და ყოფილმა დიპლომატმა დევიდ კრამერმა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კრამერი აღნიშნავს, თუკი ხელისუფლება დროულად არ გამოფხიზლდება, ქვეყანაში შესაძლოა რუსული ძალების უფრო სერიოზული ტერიტორიული დაწინაურების მოწმენი გავხდეთ.

სამუდამოდ მავთულხლართებით ვერ დააკავებ ადამიანებს - ქეთევან ციხელაშვილი

ჩვენ 11 წელია ღია რუსული ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ.

,,კრემლი ცდილობს აჩვენოს, რომ მას შეუძლია ძალით გაიკვალოს გზა საქართველოსკენ, შეიჭრას იქ, როცა მოინდომებს. ეს ასევე აჩვენებს, რომ საქართველოში საკამათო საკითხია ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მოსკოვს. მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის [საქართველოს მთავრობა] კრემლისთვის ზედმეტად კომფორტულად მოქმედებს და არ უპირისპირდება რუსეთის წნეხსა და აგრესიას”- აცხადებს ყოფილი დიპლომატი

დევიდ კრამერი თვლის, რომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ფართოდ უნდა იყოს დაგმობილი. საქართველოს ხელისუფლება კი უფრო ხმამაღლა უნდა საუბრობდეს მისი მოქალაქეების გატაცების თაობაზე, ქართული საკუთრებისა და მიწის კონფისკაციის ინციდეტებზე, იმაზე, რაც მოსკოვის ‘ბორდერიზაციის“ პოლიტიკითაა გამოწვეული.

ჩორჩანასთან ოკუპანტების ტექნიკის გადაადგილება მიზანმიმართული პროვოკაციაა – სუს

ყოფილი დიპლომატი  სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სადამკვირვებლო პოსტის აშენებას და ოსური მხარის ულტიმატუმსაც ეხმაურება. კრამერი ამბობს, რომ საქართველოს ყველა უფლება აქვს შეინარჩუნოს ნებისმიერი სადამკვირვებლო და მონიტორინგის პოსტი მის ტერიტორიაზე, მათ შორის – სოფელ ჩორჩანასთანაც.

ოსურმა მხარემ ქართული ბლოკპოსტის თავზე სასაზღვრო ნიშანი აღადგინა და დროშა აღმართა

,,ეს მუქარისა და დაშინებისკენ არ უნდა უხსნიდეს გზას რუსულ ძალებს, ან მათ ე.წ და [საერთაშორისო საზოგადოების მიერ] არაღირებულ სამხრეთ ოსეთის მოკავშირეებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აბსოლუტურად მართალო იყო იმაში, რომ ამ ბოლოდროინდელ ესკალაციაში ბრალი 100 %-ით მოსკოვს დასდო. [მხარეებისთვის] თავშეკავების მოწოდებებში საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ცხადად უნდა თქვას, რომ პროვოკაციები რუსული მხარისგან მოდის.

საქართველოს აქვს ყველანაირი უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორია რუსეთის არსებული და მზარდი საფრთხეებისგან. ამასთან, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსკოვი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 6-პუნქტიან შეთანხმებას და ამ დარღვევისა და დაუმორჩილებლობისთვის არანაირი საფასური არ გადაუხდია”- აცხადებს კრამერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში

ბოლო პერიოდში  ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი კიდევ ერთხელ განახლდა. გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვრის გადმოწევის პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო. რუსი სამხედროები ძელებს არჭობენ საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში.

ე. წ. სამხრეთ ოსეთის დროშა და საგუშაგო სოფელ წნელისთან – ადასტურებს თუ არა სუსი ამ ინფორმაციას

მოგვიანებით, წნელისში ქართული მხარის საგუშაგოს თავზე საოკუპაციო ბანერი დადგეს და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს. დე ფაქტო რეჟიმის განცხადებით, ეს არის “ჰუმანიტარული ოპერაცია” ქართული მხარის “აგრესიული” ქმედებების პასუხად.

წნელისში საგუშაგოს მშენებლობა ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაპირისპირების მიზეზიც გახდა. დე ფაქტო მთავრობა ამტკიცებდა, რომ სოფელ წნელისის ტერიტორია მათ ეკუთვნით და პოლიციის საგუშაგოს დაშლას მოითხოვდა. ქართულმა მხარემ მოთხოვნები არ შეასრულა და საგუშაგო არ დაშალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g