LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მომავალი ევროპაა: ქართველი სპორტსმენები თბილისის მოვლენებს ეხმაურებიან

136
kjr_3072

თბილისში მიმდინარე საპორტესტო გამოსვლებს ცნობილი ქართველი სპორტსმენებიც გამოეხმაურნენ და ყველა მათგანი ევროპულ სულისკვეთებას იზიარებს.

სპეციალური განცხადებები გაავრცელეს კლუბებმაც, მათ შორის თბილისის „დინამომ“.

„დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას გადაუხვევს.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი“ – უწერია თბილისის „დინამოს“.

„საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – ასე ეხმაურება თბილისში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.

ზაზა ფაჩულია: „საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს“.

თორნიკე შენგელია: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი. სადაც ჩემი სამშობლოა, იქ ვარ მეც“.

მერაბ შარიქაძე: „ევროპა ერთადერთი გამოსავალია!“

გიორგი მამარდაშვილი: „არსებობს ერთადერთი გზა – ევროპა“.

ზურიკო დავითაშვილი: „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.

ბუდუ ზივზივაძე: „საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა“

ლევან მჭედლიძე: „ჩვენი გზა ევროპაშია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“.

შოთა არველაძე:
„ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ“.

ანალოგიური შინაარსის განცხადებები გაავრცელეს: გიორგი მიქაუტაძემ, ჯაბა კანკავამ, საბა კვირკველიამ, ირაკლი აზაროვმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი წიტაიშვილმა, ანრი მექვაბიშვილმა, ლევან კუტალიამ, ჯანო ანანიძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა და სხვებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები