LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს.. მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული „რუსული გადაწყვეტილება“ გაუქმდეს“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

139
სალომე ზურაბიშვილი

„მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული „რუსული გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს:

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება პრეზიდენტის მიმართ მორიგ ცილისმწამებლურ კამპანიას:

საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები.

მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული „რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო „შავ ხვრელად“ ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას.

რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა“, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვინც არ უნდა წარმოედგინა პრეზიდენტს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ, ყველას ავირჩევდით“ – მდინარაძე სებ-ის საბჭოზე 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება პრეზიდენტის მიმართ მორიგ ცილისმწამებლურ კამპანიას:

✅ საქართველოს პრეზიდენტი არც…

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on კვირა, 24 სექტემბერი, 2023

 

ცნობისათვის, აშშ-მა ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

მოგვიანებით, აშშ-ის სანქციების გამო, საქართველოს ბანკებში ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს.

მოგვიანებით კი ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა,რომელშიც აღნიშნულია: „ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“.

ამავე თემაზე:

საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა – ეროვნული ბანკი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს

შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტი დაემუქრა ეროვნულ ბანკს, რომ უფუნქციოს გახდიდა, თუ მის სურვილს არ მოარგებდა რეგულაციას 

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხომერიკის და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს

პრეზიდენტი: ნათია თურნავა პირადად ჩემ მიერ წარდგენილი კანდიდატია, ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, ბოდიშს ვიხდი

მაჭარაშვილი: „სამწუხაროდ, პრეზიდენტი გადაბარგდა ოპოზიციის ბანაკში. მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ თქვა, სალომე ზურაბიშვილი ჩვენს ბანაკშიაო“

სალომე სამადაშვილი: ეროვნული ბანკი როგორც ინსტიტუცია, აღარ არსებობს – ევროკავშირი და ყველა მეგობარი გვეკითხება – „რას აკეთებთ?“

magti 5g