LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს როლი მსოფლიოში და გახარიას გადასადგმელი ნაბიჯები – Washington Times სტატიას აქვეყნებს

282
B3-martin-c0-149-1800-1198-s885x516 (1)

“საქართველო როგორც გეოპოლიტიკური სტრატეგიების გადათამაშების გასაღები” – ამ სათაურით აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას “ვაშინგტონ თაიმსი”.

სტატიის ავტორი ვეს მარტინი წერს, რომ ევროპიდან აზიამდე გეოპოლიტიკური სტრატეგიების გადათამაშება მიმდინარეობს, მოძრავი ნაწილები კი საბოლოოდ კავკასიაში იყრის თავს – სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე ივანიშვილმა წარადგინა

ივანიშვილმა კულტურული წასვლისთვის ბახტაძეს მადლობა გადაუხადა

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველო “გასაღებია” – ქვეყანა მოვლენების ეპიცენტრშია და აშშ-ს ფსონები ამაზე მაღალი არასდროს ყოფილა.

“ჩინეთიც და რუსეთიც, ამერიკაც და ევროპაც – ყველა ეძებს სტაბილურობის განმტკიცების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის და სტრატეგიული უპირატესობის მიღწევის შესაძლებლობებს. მათი მიზნები კი საქართველოში იკვეთება, სადაც ყველა მოთამაშე ცდილობს, პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს.

აშშ გალფის ქვეყნებსა და ავღანეთში, პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა ყოფილი საბჭოთა რეგიონები, მათ შორის კავკასია და ცენტრალური აზია, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

ვაშინგტონის ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო, დღესაც გართულებულია. პროდასავლური საქართველო კი, ისრაელთან ერთად, ამერიკის ყველაზე ერთგულ და სანდო მეგობარი და მოკავშირეა. 

ახალი მინისტრთა კაბინეტი გახარიას მეთაურობით დამტკიცებულია [ვიდეო]

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პარლამენტში სახლემწიფო ჰიმნი ჩაირთო.

ევროპასა და აზიას, შავ და კასპიის ზღვებს შორის სახმელეთო ხიდად არსებული საქართველო მუდმივად იტანს შემოტევებს. სპარსელების, ოსმალების, რუსებისა და მონღოლების დარტყმების მიუხედავად, ქართველები ყოველთვის იგერიებდნენ მჩაგვრელებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო კიდევ ერთხელ აღდგა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ამ არამდგრადი გარემოს შუაგულში. ახლა ქვეყნის სათავეში სტაბილური და დემოკრატიული მთავრობაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კავშირების განსამტკიცებლად, განსაკუთრებით ბოლო წლებში, თუმცა, ამ გზაზე სვლა, შესაბამის უნარებს და სიზუსტეს მოითხოვს,” – ვკითხულობთ სტატიაში.

რა ქონებას ფლობს მთავრობის ახალი მეთაური

 

სტატიის ავტორი ვეს მარტინი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელობის მიმოხილვის შემდეგ, მიმდინარე პროცესებში ახალ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და მის როლს აფასებს.

წერს, რომ ის შესანიშნავი ბიოგრაფიით მოვიდა პოსტზე და ყურადღებას საჭირო დროს ამახვილებს ოკუპაციაზე, რომელიც გახარიას თქმით, ქვეყნის ყველაზე დიდი მუხრუჭია.

აღსანიშნავია, რომ სტატიაში არსადაა ნახსენები 20-21 ივნისის მოვლენები. გახარიას რეფორმების დამსახურებადაა მიჩნეული მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიციები. 

„ბატონი გახარია აცნობიერებს, რომ ღია სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. მას ასევე ახსოვს, რომ სამხედრო ინტერვენციას რუსეთის მხრიდან წინ უძღოდა კიბერშეტევა, რომელმაც გაანეიტრალა საქართველოს მთავრობა და ფინანსური ინსტიტუტები.

გახარიას საკმარისი გამოცდილება და უნარი აქვს, იმისთვის რომ საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ მოსკოვის პირდაპირი პროვოცირების გარეშე გაუძღვეს. რუსეთი წარმოადგენს უმთავრეს, თუმცა არა ერთადერთ პრობლემას უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუკი მდგომარეობა არ შეიცვალა, მხოლოდ დროის საკითხია, რომ აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებმა რეგიონში ყურადღება საქართველოზე გადაიტანონ,“- წერს „ვაშინგტონ თაიმსი“.

სტატია კი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: “გიორგი გახარიას რთული გზა ელის წინ, მას ამის გაკეთება შეუძლია, თუმცა ამისთვის თავისი ერის, ევროპის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება.” 

 

ცოტა ხნის წინ, გახარიას გაპრემიერებასთან დაკავშირებით, “დოიჩე ველემ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “საქართველოს პარლამენტში “მოსკოვის კაცი” პრემიერად ბრუნდება”. იმავე დღეს მედიასაშუალების ინგლისურენოვანმა რედაქციამ სათაური ჩაასწორა; სტატიაში კი დააზუსტა, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა.

 

ნახეთ ასევე: გახარიამ ვიცე-პრემიერებად ქალები აირჩია, მინისტრებს კი მედიასთან კომუნიკაციისკენ მოუწოდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g