LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს საამაყო შვილი, პატრიოტი და ღირსეული ადამიანი“ – ილია თოფურია რუსთავში ესტუმრა სკოლას, სადაც წლების განმავლობაში სწავლობდა

242
ილია თოფურია

უკვე რამდენიმე დღეა, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოში იმყოფება.

ვიდეო: „აქ რომ გულით გელოდებით ისე სხვაგან ვერსად ვერ დაგელოდებიან და გაუხარდებათ შენი ჩამოსვლა…“ – ილია თოფურია თბილისშია

სამშობლოში ჩამოსულმა UFC-ის ორი წონის ჩემპიონმა ნათესავები და მეგობრები მოინახულა – შეხვედრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვიდეო/ფოტო: „თოფურიების კლანი…“ – რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი ნუცა თოფურია

დღეს კი ქართველი მებრძოლი რუსთავში, იმ სკოლას ესტუმრა, სადაც წლების განმავლობაში სწავლობდა.

სკოლაში მისვლისა და გუ₾შემატკივრებთან შეხვედრის ამსახველი კადრები მედიასაშუალება „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა.

„საქართველოს საამაყო შვილი, პატრიოტი და ღირსეული ადამიანი“, „საუკეთესო ადამიანი ხარ“, „საამაყო რაც გვაქვს რუსთაველებს, ეს ბიჭია! წარმატებები ილიას“ – წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.

„ვისაც თავისი სამშობლო არ უყვარს, დაივიწყებს საკუთარ ფესვებს, ვერასოდეს დააფასებს სხვის სიკეთეს, უფალმა დაგლოცოს შვილო“ – ინგა ბენდელიანი-თოფურია შვილს მიმართავს

@_tchurkveidze_ 🇬🇪💪 ილია თოფურია რუსთავში იმ სკოლას ესტუმრა, სადაც ბავშვობაში სწავლობდა 🎞️ რემონტადა • Remontada#iliatopuria #ufc #georgia ♬ Slowest Stargazing – Marcelo De Carvalho

ფოტო სლაიდზე: „Info Rustavi“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g