LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ბიზნესლიდერთა ფედერაციას „ქალები მომავლისთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

128
პ~პ~

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ბიზნესლიდერთა ფედერაციას – „ქალები მომავლისთვის“-შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და ბიზნესლიდერთა ფედერაციის -„ქალები მომავლისთვის“  – სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ ნინო კობახიძემ.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მჭიდრო თანამშრომლობა, საერთო მიზნების მიღწევა და განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოში ქალების განათლების მიღების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვისა და შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზებისკენ.

ერთობლივი თანამშრომლობით ხელი შეეწყობა ქალთა გაძლიერებას – ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი საგანმანათლებლო და სხვადასხვა სახის ტრენინგ მოდულების შეთავაზებით.

პოპულალურები