LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და თურქეთს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა

65

საქართველოსა და თურქეთს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა. პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად თურქეთში იმყოფება.

როგორც “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი.  მათ შორისაა  განახლებული, ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შეთანხმება, საქართველოსა და თურქეთს შორის  დამატებით ტრანსპორტის სფეროში  საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შეთანხმება და  ხელშეკრულება სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის  განახლებული ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შეთანხმება უმნიშვნელოვანესია,  ის პასუხობს დღევანდელ გამოწვევებსა და რეალობებს  და საქართველოს თურქეთიდან მეტი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ბოლო 14 წლის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში თითქმის მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა შემოსული.

რაც შეეხება ტრანსპორტის სფეროში  დამატებით გაფორმებულ, კომბინირებული გადაზიდვების შეთანხმებას, როგორც  პირველი ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, ხელშეკრულება ჩვენი ტერიტორიების გავლით მულტიმოდალური სატრანსპორტო გადაზიდვის შესაძლებლობას ქმნის.    „ამ შემთხვევაში ერთ ხელშემკვრელ მხარესთან გვექნება საქმე, რაც  ტვირთმფლობელებს საქმეს გაუიოლებს და   სარკინიგზო, სახმელეთო და უკვე საზღვაო ტრანსპორტით,  ერთიანი პრინციპით,  აღნიშნულ კორიდორში ტვირთის გატარების შესაძლებლობას მისცემს.  რაც შეეხება საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებულ  სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებას, ის სატვირთო გადაზიდვების, მგზავრთა გადაყვანის, ბარგის გადაზიდვისა და საზღვრის გადაკვეთის სივრცეს მოაწესრიგებს“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g