LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში All Star-ის საკალათბურთო შეხვედრები იმართება – კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

533
ბანკი

საქართველოს ბანკი კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ფედერაციის ინიციატივით, ქართული კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრების სერია – All Star გაიმართება.

All Star-ის ფარგლებში საკალათბურთო მატჩებში მონაწილეობას სუპერლიგის მოთამაშეები მიიღებენ. მათი შერჩევა ხმის მიცემის მეთოდით მიმდინარეობს. გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, თითო გუნდიდან ორ-ორი უკანახაზელი, ორ-ორი ფორვარდი და ერთი ცენტრალური მოთამაშე შეარჩიოს.

ხმის მისაცემად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

All Star-ის ფარგლებში ჩატარდება ჩატენვების, სამქულიანების კონკურსი და All Star-ის თამაში.

2024 წლის სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩს, 28 იანვარს, 19:00 საათზე „თბილისი არენა“ უმასპინძლებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები