„აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას თქვენი ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ”. ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონულ ფოსტებს და ინტერნეტში გავავრცელებთ“, – ამის შესახებ ჰაკერთა ჯგუფი Anonymous-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„საქართველოში აქციის მონაწილეებს: მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარებასთან დაკავშირებით. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები დგანან თქვენთან ერთად და დაგეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას თქვენი ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ. ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონულ ფოსტებს და ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა“, – აღნიშნულია Anonymous-ის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული.
Anonymous „ქართულ ოცნებასაც“ მიმართავს.
„რუსეთის მიერ მხარდაჭერილ „ოცნების პარტიას“: გახსოვდეთ, რომ საქართველო არ არის და არასდროს იქნება რუსეთი. გველოდეთ“, – აცხადებს Anonymous-ი.
🚨Anonymous PR/#OpGeorgia
— Anonymous TV 🇺🇦 (@YourAnonTV) April 30, 2024
– To the protesters in Georgia, we have heard your plea for help. Take heart and take to your streets; you are not alone. Anonymous members stand with you and will help in your fight for democracy, freedom, and prosperity.
To the Georgia police:… pic.twitter.com/1kRqWfwV2q