საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.6 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
საქსტატის ცნობითვე, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 623.7 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 4.0 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 648.3 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.9 პროცენტით მეტი).
2021 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 389.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 214.0 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1 098,4 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 182.1 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
-
მსხვილი ბიზნესი – 1 440.3 ლარი
-
საშუალო ბიზნესი – 1 640.4 ლარი
-
მცირე ბიზნესი – 1 144.9 ლარი