LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დიდი ჰესების პროექტების დრო დასრულებულია – პრემიერის უცხოელი მრჩეველი

178
ipiccy-image

„ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების დრო დასრულებულია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აცხადებს.

ვაზილ ჰუდაკიმ გადაცემაში Forbes Talks აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში, მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ მოსახლეობის ნაწილის განცდა მიანიშნებს იმაზე, რომ არსებულ ვითარებაში უმჯობესია, უფრო მეტად მცირე ჰესები და სხვა სახის განახლებადი ენერგიის პროექტები განვითარდეს.

„პოტენციურად, მომავალს ვხედავ უფრო მცირე ზომის ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობაში და ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში – განსაკუთრებით, მზისა და ქარის ენერგიების მიმართულებით. ამისთვის დაგვჭირდება სისტემური ბალანსის მიღწევა. დიდი პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული, დღეს ეხება ენერგიის შენახვის სისტემის განვითარებას საქართველოში, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული”, – განმარტა ვაზილ ჰუდაკიმ Forbes Talks-ში .

შეგახსენებთ, სექტემბერში ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ განაცხადა, რომ სახელშეკრულებლო პირობების დარღვევების და ფორსმაჟორული ვითარების გამო, საქართველოში $800-მილიონიანი პროექტის განვითარებას წყვეტს.

ნამახვანჰესი აღარ აშენდება: ENKA საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g