LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ღვინის პირველი ონლაინ მაღაზია გაიხსნა

82

საქართველოში ღვინის პირველი ონლაინ მაღაზია გაიხსნა. ონლაინ მაღაზია, ”ბინო” მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად ღვინის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. მსურველებს ღვინის შერჩევა ვებ გვერდზე bino.ge შეუძლიათ. შერჩეულ პროდუქციას კი  მყიდველები სასურველ მისამართზე, სასურველ დროში მიიღებენ.

როგორც მაღაზიის წარმომადგენლები აცხადებენ, ”ბინო” ქართულ ბაზარზე  ღვინის პირველი  ონლაინ მაღაზიაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია ღვინო ყველაზე სწრაფად შეარჩიოს და შეიძინოს.

”ბინო ღვინის მოყვარულს სხვადასხვა სიტუაციაში ყოფნის დროს ღვინის შეძენას უმარტივებს. შესაბამისად, თავად ვებგვერდიც გამოყენების სიმარტივეზეა აგებული და ღვინის შერჩევა მომხმარებელს სხვადასხვა მახასიათებლის, კერძის, ღვინის ტიპისა და ფასის მიხედვით შეუძლია”, – განმარტავენ ”ბინოში”.

ონლაინ მაღაზიაში ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი. ღვინის ადგილზე მიტანა, ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისის მასშტაბით ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები