საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს-კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ ერთი პაციენტი.
სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 912-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 936 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.
