LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი დაინფიცირდა, 15 გამოჯანმრთელდა

156
BeFunky-collage - 2020-09-04T100321.585

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 596 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამავე გვერდის მონაცემებით 15-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და  1 294-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები