საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 16:49-ზე, ქალაქი ყვარლიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2კმ-ში მოხდა.
მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.
