LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შესაძლოა, ეკოლოგიური ბენზოგასამართი სადგურები განთავსდეს

32

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი  სლოვაკ ბიზნესმენებს კერძოდ, კომპანია “TANK-MAT” ის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ბენზოგასამართი სადგურების განთავსებაზე იმსჯელეს, რომლებიც მწვანე ტექლონოგიების პრინციპებთან შესაბამისობაში იქნება. კერძო კომპანიამ მსგავსი სადგურები სლოვაკეთში თითქმის 50 ლოკაციაზე განათავსა.

მხარეებმა, საქართვლოში მიკროელექტრო  სადგურების მშენებლობის საკითხებიც განიხილეს, რაც  კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მწვანე ტექნოლოგიების დანერგვას  და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას.

პროექტების განვითარება  კიდევ უფრო ხელს შეუწყობს  მწვანე ეკონომიკის წახალისებას, როგორც საგადასახადო შეღავათებით, ასევე მათ მიერ გამომუშავებული ენერგიის გარანტირებული რეალიზაციით.