საქართველოში შიდა ფრენების განხორციელებით კვლავ ”სერვისეარი” ინტერესდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ამ ავიაკომპანიამ მიიღო მონაწილეობა. თუმცა, “სერვისეარი” გამარჯვებულად გამოცხადებული ჯერ არ არის. აეროპორტების გაერთიანება ამ ეტაპზე წარდგენილ დოკუმენტაციას სწავლობს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 3 წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს რეისები მესტიის, ამბროლაურის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 783 350 ლარია.
შეგახსენებთ, ტენდერი მომდევნო სამი წლის განმავლობაში შიდა ფრენების განხორციელებაზე 6 მაისს გამოცხადდა და განცხადებების მიღება 11 მაისს შეწყდა.