LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთვის უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი გამოწვევების ფონზე, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით: პრეზიდენტი

112
1

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ეროვნული ერთობის დღეს ეხმიანება და ქვეყანას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.

ფოტო: უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ

სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს:

“საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”, – აღნიშნულია პრეზიდენტის “ტვიტში”.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ.

ამ დღის აღსანიშნავად, მოქალაქეები კიევში, ოლიმპიურ კომპლექსში შეიკრიბნენ და უკრაინის დროშა გაშალეს. იმართება ტელემარათონიც, რომლის ფარგლებშიც, ყველა უკრაინული არხი ეთერში მხოლოდ ერთიანობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს გადასცემს.

ზელენსკის გამოწვევა სოციალურ ქსელში: “გადაიღე ფოტო ან ჩაწერე ვიდეო უკრაინის დროშით, ეს დღე ჩვენია…”

ვუცხადებთ სოლიდარობასა და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით: დავით ზალკალიანი

 

mazda magti 5g