LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთვის ვაქცინის გამოყოფა ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს: აშშ-ს საელჩო

44
Untitled design

ამერიკის შეერთებული შტატები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს – გადაწყვეტილების შესახებ ახლა უკვე აშშ-ს საელჩოში აცხადებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე მიანიშნებს.

გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს, აშშ საქართველოს კოვიდვაქცინას გამოუყოფს: ჯინ შაჰინი

საელჩოში ამბობენ, რომ ინფორმაცია საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინისა და რაოდენობის შესახებ მას შემდეგ გამოცხადდება, როცა ლოგისტიკური და სარეგულაციო საკითხები გადაწყდება.

აშშ მომავალი ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, რომელ ქვეყნებს გაუნაწილებს ვაქცინების 80 მილიონ დოზას: ბლინკენი

“პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.

საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს. მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს.” – აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლიკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე და ამ პროცესს არ დაუკავშირებს პოლიტიკურ კონტექსტსს. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი ეცოდინებათ, თუ რა გეგმით, რა კრიტერიუმების მიხედვით გადანაწილდება ვაქცინები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g