„ასე ემოციურად სერიოზული საკითხების გადაწყვეტა არ შეიძლება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც იგი ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით ე.წ მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის მოთხოვნას გამოეხმაურა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებით, ეს სერიოზული საკითხია და მასშტაბურად გაანალიზებას მოითხოვს:
„ასე ემოციურად საკითხების გადაწყვეტა, რომელიც ძალიან სერიოზულ თემებს უკავშირდება, მგონია, რომ არ შეიძლება. სერიოზულ თემებს უკავშირდება, იმიტომ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოების პერსპექტივები მოითხოვს არა მხოლოდ გრიგორიაგისის საქმის პრიზმაში დანახვას ამ საკითხისას, არამედ მოითხოვს მასშტაბურად გაანალიზებას.
და ამ მასალადაცაა გაანალიზების შედეგად თქვენ აღმოაჩენთ, რომ შეიძლება გაცილებით უფრო სხვა პრიორიტეტები იდგეს დღის წესრიგში, ვიდრე შეიძლება ამ წუთს სასურველად მიაჩნდეს „გირჩს” ან გრიგორიადისის რომელიმე ახლობელს.“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ითხოვს, რომ მისი შვილიშვილის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა
გია კალანდაძის თქმით, მართალია, ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ საქმეებს იმ მუხლებზე, რომლებითაც ლაზარე გრიგორიადისის საქმე მიმდინარეობს, მაგრამ სურს, რომ პარლამენტს ინიციატივა შესაბამისი ცვლილებებისთვის წარუდგინოს.