LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული: ლევან მურუსიძე

53
მურუსიძეეეეეეეე

„სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული“, – ამის შესახებ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ გააკეთა.

მურუსიძის თქმით, „ვერავინ იტყვის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების წარდგენით კანონი დაარღვია“.

პარლამენტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეაჩეროს: კელი დეგნანი

პარლამენტს მოვუწოდეთ, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეაჩეროს: ჰარცელი

„სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, შესაბამისად, ამის გამო ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული. აქედან გამომდინარე, შევიკრიბებით სასამართლო კორპუსი. ვერავინ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, როდესაც წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, კანონი დაარღვია. პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო კორპუსი ვალდებულია, კანონი შეასრულოს“, – განაცხადა მურუსიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლეები სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

მეჩვენება, რომ ელჩების შეფასებები, ძალიან ხშირად გადაჭარბებულია – სოზარ სუბარი მოსამართლეების დანიშვნაზე

მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება სწორი არ იქნება – ზურაბიშვილი

ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება

გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას” მოსამართლეების საკითხზე სპეკულაციები ჩაუფლავდა – ყვითლად გაუხაზა ამერიკის ელჩმა თავისი ხელით, თუ რა წერია შეთანხმებაში”

magti 5g