LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეაჩეროს: კელი დეგნანი

45
კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „პარლამენტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, როგორც კონსტიტუციით, ისე 19 აპრილის შეთანხმებით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეაჩეროს“. მისივე განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ აცხადებს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, რაც ძალიან სერიოზული ვალდებულება და დაპირებაა ქართველი ხალხისთვის“.

დეგნანის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებით, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებამდე შეჩერდებოდა.

„ამ პროცესში მეტად მნიშვნელოვანია ვალდებულება, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით. შეთანხმება ითვალისწინებს ამ პროცესის შეჩერებას რეფორმების ამოქმედებამდე. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ რეფორმების ამოქმედებამდე იქნება აქტიური დებატები იმაზე, თუ რა ტიპის სასამართლო რეფორმებია საჭირო. ეს არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით. შეთანხმება შეთანხმებაა. ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და სასამართლო რეფორმაზე დებატების გამართვამდე ამ პროცესის შეჩერებაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ აცხადებს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს არის ძალიან სერიოზული ვალდებულება და დაპირება ქართველი ხალხისთვის. სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონისა და სხვა კანონების საშუალებით, რომლებში ცვლილებების შეტანასაც ახლა პარლამენტი განიხილავს. პარლამენტს ახლა აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, როგორც კონსტიტუციით, ისე 19 აპრილის შეთანხმებით, შეაჩეროს დანიშვნის პროცესი, უზრუნველყოს, რომ არის დებატები, არის წინა რეფორმების შეფასება, რასაც ასევე ითვალისწინებს 19 აპრილის შეთანხმება, რათა ქართველები იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათი სასამართლო სისტემა არის ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორც ამას კონსტიტუცია ითხოვს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები