LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშინელებათა ფილმით შთაგონებულ მანიაკს 261 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

105
Screenshot 2025-02-25 150221

აშშ-ში ფილმი „ჰელოუნის“ გმირის, მაიკლ მაიერსის მიმბაძველი დაიჭირეს. NBC News-ის ინფორმაციით, მანიაკს 261 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჯოშუა დოსტონი 2020 წელს მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც 19 წლის შეყვარებული მოკლა. გოგონა თავდასხმის მომენტში ორსულად იყო და მედიკოსებმა სამწუხაროდ, ვერც მისი და ვერც ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. ჯოშუა შტატის ყველაზე საშიში დამნაშავეების სიაში შეიყვანეს და მისი დაჭერა მხოლოდ 6 დღის შემდეგ შეძლეს. 2024 წელს მამაკაცს ამ დანაშაულისთვის 102 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

თუმცა, გამოძიებამ აჩვენა, რომ შეყვარებული ჯოშუას ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილა. დაკავებულს კიდევ 3 ანალოგიური მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი. ჯოშუამ დანაშაული აღიარა და დამატებით კიდევ 159 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯა.

დაკითხვის დროს ამერიკელი თავის თავს მანიაკს უწოდებდა. მისივე თქმით, ასეთი სისასტიკისკენ მას მაიკლ მაიერსმა – საკულტო ფილმის „ჰელოუინის“ ფსიქოპატმა გმირმა უბიძგა. თითქოს სწორედ მას ჰბაძავდა, როცა მკვლელობებს ჩადიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები