LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწაულობა ამბავი! ბებიას, ბაბუას და ობლებს დიდი და ახალი სახლი აქვთ: აკა სინჯიკაშვილი

774
Capture111

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ერთ-ერთ ოჯახს ახალი სახლი აქვთ. აკა სინჯიკაშვილი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც ოჯახისთვის სახლის უზრუნველსაყოფად იშრომეს.

„​სასწაულობა ამბავი.

ბებიას, ბაბუას და ობლებს დიიიდი და ახალი სახლი აქვთ.

უამრავი ადამიანის რესურსი, შრომა და გულია ჩადებული ამ სახლში და მთელი გულით მადლობას გიხდით ყველას სათითაოდ ბავშვები რანაირი ბედნიერები არიან, არ იცით მალე ყველა თავის თბილ ოთახში დაიძინებს.

ეცადეთ სიკეთე და თბილი გული მოგცემთ შვებას ყველაფერში და თავს ბედნიერად იგრძნობთ.

იკას უდაბნოს, ჰუაკაჩინას, კუსკოს, პუერტო მალდონადოს და ამაზონიკოს მთელ სასწაულ ამბებს ბლოგზე მოგიყვებით.

ბავშვებს კი ჩვენც ვეყოლებით და ბედნიერება და წარმატებები ვუსურვოთ ცხოვრების რთულ გზაზე“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g