18 წლის ლუკას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება – მისი ოჯახის ახლობლების განცხადებით, ლუკას სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში რეანიმობილით გადაყვანა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, ლუკა 17 ივლისს ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც მარცხენა ხელი დაკარგა და ასევე არის ფეხის დაკარგვის საშიშროებაც.
„ლუკას სიცოცხლის გადასარჩენად!
18 წლის ლუკას ესაჭიროება სასწრაფოდ, რეანიმობილით თურქეთში გადაყვანა.
17 ივლისს მოხდა შემზარავი ავარია, რის შედეგადაც ლუკამ მარცხენა ხელი დაკარგა, ასევე არის ფეხის დაკარგვის საშიშროება, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სიცოცხლის შენარჩუნებაა, რისთვისაც აუცილებელია მისი თურქეთში გადაყვანა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
გთხოვთ გულისხმიერებას, ლუკას გადასარჩენად თითოეული ლარიც მნიშვნელოვანია.
საქართველოს ბანკი: GE22BG0000000570744243
თბს ბანკი: GE44TB7710745064300088
პ/ნ: 53201063206
მიმღები – იუზა გაბუნია (ძმა)
ტელ: 571034906“, – წერია განცხადებაში, რომელსაც ავრცელებს „ფეისბუკის“ გვერდი „ქუთაისელები“.