ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი მსახიობ ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ზურა ბერიკაშვილის სასწრაფოდ ესაჭიროება ნებისმიერი სისხლის ჯგუფი.
„მეგობრებო, სასწრაფოდ გვესაჭიროება სისხლი ნებისმიერი ჯგუფის ზურიკო ბერიკაშვილისთვის. ვისაც შეგიძლიათ სისხლის გაღება გთხოვთ, მიაკითხოთ ქავთარაძეზე ლეჩკომბინატის სისხლის ბანკს”, – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.
მეგობრებო, სასწრაფოდ გვესაჭიროება სისხლი ნებისმიერი ჯგუფის ზურიკო ბერიკაშვილისთვის. ვისაც შეგიძლიათ სისხლის გაღება გთხოვთ მიაკითხოთ ქავთარაძეზე ლეჩკომბინატის სისხლის ბანკს
Posted by Dimitri Khvtisiashvili on ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2024