ბრიტანულმა გამოცემამ Whatcar.com, რომელიც სპეციალიზირებულია ყველა სახის საავტომობილო კვლევებზე, შეადგინა საუკეთესო მეორადი საოჯახო ჰეთჩბეკების რეიტინგი. ამ სიაში მოსახვედრად მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ კრიტერიუმებს. კერძოდ, უნდა ჰქონდეს ფართო საბარგული და ასევე უსაფრთხოების საშუალოზე მაღალი დონე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რომ მეორადი მანქანების ფასები დიდ ბრიტანეთში არ უნდა აღემატებოდეს 5000 ფუნტ სტერლინგს.
რეიტინგში პირველი ადგილი ამერიკულმა ჰეთჩბეკმა Ford Focus-მა დაიკავა (2016 წლის).
რეიტინგში მეორე ადგილზეა BMW 1-სერიის ჰეთჩბეკი (2014 წ).
სამეულს ასრულებს 2014 წლის Audi A3 (2014 წ).
რეიტინგში ასევე მოხვდნენ:
Volkswagen Golf
Skoda Octavia
Seat Leon
Volvo V40
Kia Ceed
Hyundai i30