LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკუნის ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილი პარიზში გაიმართა და წყვილმა 59 მილიონი დოლარი დახარჯა

211
4365675

პარიზში 26 წლის მადლენ ბროკუეისა და იაკობ ლაგრონის ქორწილი გაიმართა. შეიძლება ითქვას, რომ ეს საუკუნის ყველაზე ძვირად ღირებული შეუღლება იყო, რადგან წყვილმა არც მეტი არც ნაკლები 59 მილიონი დოლარი დახარჯა. ცერემონიის დეტალების შესახებ Daily Mail წერს.

წყვილს ოცნების ასრულებაში პატარძლის მამა დაეხმარა, რომელიც აშშ-ში Mercedes-Benz-ის ავტოსალონების ქსელის მფლობელია. სავარაუდოდ, სიძეც შეძლებული ოჯახიდანაა, თუმცა დიდწილად ხარჯი მაინც მისმა მეორე ნახევარმა გაიღო.

პარიზული ქორწილი 5 დღე გრძელდებოდა. წყვილმა ვიზაჟისტთა და დიზაინერთა გუნდი ამერიკიდან ჩაიყვანა, მათ მუდამ თან დაჰყვებოდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფებიც.

თავად ქორწილი პარიზის ოპერაში იყო, წვეულება კი ვერსალის სასახლეში გაგრძელდა.

ქორწილში უკრავდა პოპულარული ჯგუფი Maroon 5, რომელსაც მილიონი დოლარი გადაუხადეს. მილიონი დოლარი დაიხარჯა ყვავილებზეც და მილიონზე ცოტა მეტი დრონების ულამაზეს შოუზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები