LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვარზე გავლა პასპორტისა და სხვა დოკუმენტების გარეშე შესაძლებელი იქნება

81

სულ მალე, აშშ-ის აეროპორტებში სახის ამომცნობი სისტემის ტესტირება დაიწყება. პირველად ამ სიახლის შემოღება ავიაკომპანია JetBlue Airways-მა გადაწყვიტა, რომელიც სასაზღვრო სამსახურთან და მესაზღვრე პატრულთან ითანამშრომლებს.

რაც შეეხება უშუალოდ სიახლეს: სახის ამომცნობი სისტემა კომპანიის მგზავრის შესახებ ვიზუალურ ინფორმაციას მოაგროვებს და მას ამერიკის უსაფრთხოების სამსახურის ბაზასთან შეადარებს. თუ ადამიანი ტერორისტი ან დამნაშავე არ აღმოჩნდება, მას უპრობლემოდ შეუშვებენ რეისზე. ანუ ქვეყანაში შესვლისთის აღარ იქნება საჭირო პასპორტის ან სხვა დოკუმენტების ჩვენება.

პირველი ტესტირება იმ მგზვარებს ჩაუტარდებათ, რომლებიც მისი გავლის სურვილს თავად გამოთქვამენ. მათ მოვალეობაში მხოლოდ სახის სკანირება შევა. იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ ენდომება ამ მომსახურებით სარგებლობა, ქვეყანაში მას ტრადიციული წესების დაცვით შესვლა მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები