LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადობრივი თავშეყრის ობიექტების დაზღვევა სავალდებულო გახდება

82

საზოგადობრივი თავშეყრის ობიექტების დაზღვევა სავალდებულო გახდება, ცვლილება სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში შედის.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ამ მიმართულებით ცვლილების განხორციელება აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს მოქალაქეების და მცირე ბიზნესის უფლებები.

გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში, სავაჭრო ცენტრებში გაჩენილი ხანძრების და დიდი ოდენობით ზარალის გამო მიიღეს.

კვირიკაშვილის თქმით, რომელი ობიექტების დაზღვევა გახდება სავალდებულო, ამას სახელმწიფო გადაწყვეტს.

“სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მე-3 პირების მხრივ, სიცოცხლის ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი აუცილებელი წესით იქნას დაზღვეული. ჩვენ, სამწუხაროდ, წარსულში უარი ვთქვით არაერთ სავალდებულო დაზღვევის სახეობაზე, ასევე კარგად მახსოვს ის მოვლენები, რომ ბევრ შემთხვევაში ამას პოლიტიკური ხასიათიც ჰქონდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ცივილიზებული ფორმით განვავითაროთ ის ფორმები, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს – მხედველობაში მაქვს, მე-3 პირის მიმართ ჯანმრთელობის სიცოცხლის და ქონების ზიანის ანაზღაურება. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რათა ჩვენი მოქალაქეების და მცირე ბიზნესის უფლებები დაცული იყოს’’,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეს ცვლილება სავაჭრო ცენტრებისა თუ მსხვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მფლობელებსაც დიდ ტვირთს მოხსნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები