LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Seat-ის პირველი კროსოვერი ჭკვიანია: ის საპარკინგო ადგილს თავად ეძებს (ვიდეო)

14

კომპანია ”Seat”-მა ესპანურ ტექნოლოგიურ ფირმა CARNET-თან ერთად კროსოვერი ”Ateca” ”დააჭკვიანა”. საუბარია კონცეპტზე ”Ateca Smart City Car”, რომელსაც შეუძლია თავისუფალი საპარკინგო ადგილი თავად მოძებნოს და მოპოვებული ინფორმაცია მოძრაობის სხვა მონაწილეებს გადასცეს.

პროექტში მონაწილეობა ასევე ბარსელონას მთავრობამ, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ევროპულმა საოპერატორო კავშირმა ”Cellnex Telecom”-მა და შეთავაზება ”Parkfinder”-ის ავტორებმა მიიღეს.

სიახლის არსი ის გახლავთ, რომ რამდენიმე სენსორის საშუალებით კროსოვერი ავტომატურად განსაზღვრავს თავისუფალ საპარკინგო ადგილებს და ამას მოძრაობისას, მძღოლისგან რაიმე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ახერხებს. ამის შემდეგ მონაცემები ერთიან სერვერზე iCity-ზე იგზავნება, რომელიც ქალაქის ყველა საინფორმაციო სერვისს აერთიანებს. ბოლოს კი ქალაქის საცობების რუკის განახლება ხდება, რომლის საფუძველზეც მუშაობს ზემოხსენებული შეთავაზება ”Parkfinder”.

e235eeba5c5ea40c1579b6c30701954444590cb1

შეთავაზების მომხმარებლებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო ლოკაცია აირჩიონ, მიუთითონ, რა თანხად სურთ საპარკინგო ადგილი და რა მანძილით სურთ პარკინგისა და მათთვის სასურველი ობიექტის დაშორება. აქტუალური ინფორმაციის გადამუშავების შედეგად ”Parkfinder”-ი ავტომობილს ოპტიმალურ ვარიანტს შეთავაზებს.

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროპის დიდ ქალაქებში ტრაფიკის დაახლოებით მესამედს ის მძღოლები ქმნიან, რომლებიც დასაპარკინგებლად თავისუფალ ადგილს ეძებენ. სისტემის ფართო გავრცელებამ შესაძლოა შეამციროს გზებზე ავტომობილების რაოდენობა, ტრანსპორტის მიერ საწვავის მოხმარება და მავნე გამონაბოლქვი.

4c0bc32b5dbb64a9ee0a6835d7b8be96056a6e7d

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები