LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეირნობა ტყეში და საუკეთესო მეგობრის მხარდაჭერა – როგორ უმკლავდება ჰიუ ჯეკმანი 27 წლიანი ქორწინების დასრულებას

215
page

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ჰიუ ჯეკმანი და დებორა ლი ფერნესი, 27 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია 54 წლის ჰიუმ და 67 წლის დებორამ ერთობლივი განცხადების საშუალებით გააჟღერეს. ტაბლოიდები წერენ, რომ წყვილის ურთიერთობა ჯერ კიდევ იანვარში აირია, როცა მათ თავიანთი „ოცნების სახელი“ გაყიდეს.

27 წლიანი ქორწინების დანგრევის შემდეგ, ჰიუ ჯეკმანი ახალ ცხოვრებას იწყებს – მსახიობის პირველი გამოჩენა

27 წლიანი ქორწინების შემდეგ, ჰიუ ჯეკმანი და დებორა ლი ფერნისი ერთმანეთს დაშორდნენ – წყვილი განცხადებას ავრცელებს

განქორწინებისგან განცდილ სტრესს მსახიობი ბევრი სეირნობითა და ახლო მეგობრების გარემოცვაში გატარებული დროით უმკლავდება.

„მარველის“ ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ სეირნობს ის ეულად ტყეში და ბუნებით ტკბება. მოგვიანებით კი მან „სთორიში“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც დროს საუკეთესო მეგობართან, რაიან რეინოლდსთან და ჯოშ ლევისთან ატარებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Hugh Jackman (@thehughjackman)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები