61 წლის მადონა პროვოკაციული ფოტოების დიდი ოსტატია. არტისტი თავის თაყვანისმცემლებს პიკანტური ფოტოებით ხშირად ანებივრებს.
ამჯერად მადონა წელს ზევით გაშიშვლდა, ყავარჯენს დაეყრდნო და აბაზანაში გადაღებული ფოტო „ინსტაგრამზე“ წარწერით: „ყველას გვაქვს ჩვენი ყავარჯენი“ გაავრცელა. უნდა აღინიშნოს, რომ ვარსკვლავი შესანიშნავ ფორაშია.
შეგახსენებთ, გაზაფხულზე 61 წლის მუსიკოსმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, შემდეგ კი ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდიც გაიარა, თუმცა ის ფერადკანიანთა მხარდასაჭერ დემონსტრაცებზე, Black Lives Matter მაინც ხშირად ჩნდებოდა.