სელინ დიონი და რობი უილიამსი ლონდონის საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად სავქლმოქმედო დუეტს ჩაწერენ. პროექტის ხელმძღვანელი ცნობილი პროდიუსერი საიმონ კოუელი იქნება.
არსებული ინფორმაციით, ვარსკვლავები დუეტ Simon and Garfunkel-ის ცნობილი ჰიტის „Bridge Over Troubled Water“ ქავერს ჩაწერენ. დუეტის პრეზენტაცია ხანძრიდან ერთ კვირაში, 21 ივნისს შედგება.

