2007 წელს ქსელში გამოჩნდა ბიჭუნა, რომლის ფოტო ინტერნეტში არნახულად პოპულარული გახდა, თავად ბიჭი კი – მრავალრიცხოვანი მემეების გმირი.
მისი სახელია სემი გრინერი და ის ამჟამად უკვე 10 წლის არის. სემის დედამ აღიარა, რომ შვილის წარმატებამ მამამისის სიცოცხლე გადაარჩინა, რაც დიდ სამედიცინო ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
„არ ვნანობთ, რომ ჩვენი ბიჭი ასეთი პოპულარულია. ჩვენს ცხოვრებაში ბევრი პოზიტიური ცვლილება მოხდა“,-აცხადებს ის.
ბიჭს ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა შოუებსა და ფოტოსესიებში და სწორედ ამ ყველაფრის წყალობით მოხერხდა 75 ათასი დოლარის მოგროვება.
მას შემდეგ, რაც ოჯახის უფროსი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება, ისინი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას გეგმავენ.



