75 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა, ჰელენ მირენმა სულ ცოტა ხნის წინ ინტერვიუში სექსუალური შევიწროების შესახებ ისაუბრა და თავის ახალგაზრდობაც გაიხსენა. მისი თქმით, მსგავსი გამოცდილება ყოველ ქალს აქვს, თუმცა, რატომღაც ბევრი ამაზე არ საუბრობს. ვარსკვლავმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ის სულ რაღაც 13 წლის იყო, მირენი მატარებელში იჯდა და მას უფროსი მამაკაცი დაჟინებით უმზერდა. ის თითქმის ყოველდღიურად გრძნობდა მამაკაცების მიერ სექსუალურ შევიწროებას.
„ეს თითქმის ყოველდღიურად ხდება, მამაკაცები საკუთარ სურვილებს თვალსაჩინოდ გამოხატავენ, ბევრ გოგოსთან მისაუბრია ამ თემაზე და ყველას დაუდასტურებია, რომ მათაც გადახდენიათ მსგავსი ამბავი, თუმცა, სამწუხაროდ ბევრი დუმილს ამჯობინებს და ამ საკითხზე ღიად არავინ საუბრობს“, – აცხადებს ვარსკვლავი.
ცნობისთვის, ჰელენ მირენი ერთ-ერთია იმ ვარსკვლავთაგან, ვინც გაერთიანებულია მხარდამჭერ კამპანიაში L’Oréal Paris ‘Stand Up Against Street Harassment’.