LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური ძალადობა და მუქარა – Puff Daddy მანჰეტენზე დააკავეს

274
page

ცნობილი ამერიკელი რეპერი, შონ კომბსი, იგივე Puff Daddy ნიუ-იორკში დააპატიმრეს. BBC-ს ცნობით, არტისტი მანჰეტენში დააკავეს.

მის წინააღმდეგ საქმე ქალებზე ძალადობის მუხლითაა აღძრული. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ CNN-მა შოკისმომგვრელი ვიდეო მოიპოვა, რომელშიც Diddy-ის მეგობარ ქალზე ძალადობს.

ვიდეოში ჩანს კესი ვენტურა, საკულტო ჰიპ-ჰოპ არტისტის ყოფილი მეგობარი ქალი, რომელიც პირველი იყო, ვინც გასულ წელს, 54 წლის რეპერი ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მან სარჩელი ნოემბერში შეიტანა, სადაც ამტკიცებდა, რომ ის რეპერის ძალადობრივ ქმედებებსა და შემაწუხებელ მოთხოვნებს, მათ შორის ფიზიკურ თავდასხმებსა და იძულებას, სექსუალური კავშირი დაემყარებინა მამაკაც სექსმუშაკებთან, ათი წელი უძლებდა.

საჩივრის მიხედვით, როცა 2018 წელს, კესი ეცადა Diddy-თან, 11-წლიანი ურთიერთობა დაესრულებინა, რეპერმა ის თავის სახლში გააუპატიურა. რეპერისა და მომღერლის ურთიერთობა, 2007-დან 2018 წლამდე გრძელდებოდა.

ვიდეო: შოკისმომგვრელი კადრები, რომლებშიც Diddy-ის ქალზე ძალადობა ჩანს – CNN შემაძრწუნებელ ვიდეოს ავრცელებს

ვიდეო: Puff Daddy 17-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები