2022 წლის სექტემბერში საქართველოში 1 019 მართვის მოწმობა გაიცა, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
უწყების ცნობით, მოქალაქეების უმრავლესობა ქართველები იყვნენ, თუმცა გასულ თვეში ქართული მართვის მოწმობა არაერთი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის 6-მა და უკრაინის 2-მა მოქალაქემ აიღო.
სექტემბერში მართვის მოწმობა 16 წლის ასაკის 4 პირს გადაეცა. 8 მოქალაქე კი 60 წლის და უფროსი ასაკის იყო. მათგან ყველაზე ხანდაზმული 69 წლის ქალია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გასულ წელს საქართველოში სულ 47 891 მართვის მოწმობა გაიცა.
ცნობისათვის, 2022 წლის აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარება სავალდებულო გახდა. თავდაპირველად მოქალაქეებს თეორიული გამოცდის ჩაბარება უწევთ, შემდეგ კი პრაქტიკულ გამოცდას 2 ეტაპად აბარებენ. პირველი ეტაპი დახურულ მოედანზე მოძრაობას ითვალისწინებს, მეორე ეტაპი კი – რეალურ სივრცეში მოძრაობას გულისხმობს.