დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება საჭირო არ არის, რადგან „თავისთავად ცხადია, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის დაკანონებული ურთიერთობაა“.
„ჩემთვის პირადად თავისთავად ცხადი რამეა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის დაკანონებული ურთიერთობა. ეს პარლამენტის პრეროგატივაა, თუ ისინი ჩათლიან საჭიროდ, რომ ეს იმდენად საკამათო საკითხია, რომ რეფერენდუმი სჭირდება, ალბათ, პარლამენტის წევრები შეაფასებენ ამას. ჩემთვის ეს თავისთავად ცხადი რამ არის და არანაირი რეფერენდუმი ამას არ სჭირდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
